ახალი ამბები

“ქართული ოცნების” აქტივისტები დაკითხვაზე წყალტუბოშიც დაიბარეს

7 ივნისი, 2012 •
“ქართული ოცნების” აქტივისტები დაკითხვაზე წყალტუბოშიც დაიბარეს

“ქართული ოცნების” სამი წევრი, რომლებიც მოქალაქეებს ქუთაისში 10 მაისის აქციასთან დაკავშირებით  საინფორმაციო ფურცლებს ურიგებდნენ, დღეს  წყალტუბოში დაკითხვაზე დაიბარეს.

ერთ-ერთმა მათგანმა, კახა ქუთათელაძემ,  “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ  მისთვის არ განუმარტავთ მიზეზები და ივარაუდა, რომ მისი დაკითხვა საინფორმაციო ბროშურების და გაზეთ “ქართული ოცნების” მოქალაქეებისათვის დარიგებას უკავშირდება.

მისივე განმარტებით, ის ამჟამად ადვოკატს ელოდება და ამის შემდეგ აპირებს, გამოცხადდეს დაკითხვაზე.

“ქართული ოცნების” აქტივისტის დაკითხვა მიმდინარეობს ამჟამად ქუთაისში. საქართველოს მთავარმა  პროკურატურამ  6 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ ”ქართული ოცნების” მიერ ქუთაისში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი