ახალი ამბები

კონტროლის პალატა ივანიშვილის სამართალდარღვევებზე

7 ივნისი, 2012 •
კონტროლის პალატა ივანიშვილის სამართალდარღვევებზე

 

“საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს.

 

მონიტორინგის პროცესში მოპოვებული იქნა მტკიცებულებები (დოკუმენტური, ანალიტიკური, მოქალაქეთა გამოკითხვები და ა.შ.), რომლებიც ადასტურებენ პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს, რაც განაპირობებს პოლიტიკური სუბიექტის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური უპირატესობის მიღებას და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემადგენლობას ქმნის.

 

საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიერ, პოლიტიკური და საარჩვენო მოტივაციით, მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით ხორციელდებოდა კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით.

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები და მასალები საქმის შემდგომი განხილვის მიზნით გაეგზავნა სასამართლოს,”- ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ დღეს, 7 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი