ახალი ამბები

ქალები ცეკვისა და სიმღერისთვის, სავარაუდოდ, სიკვდილით დასაჯეს

7 ივნისი, 2012 •
ქალები ცეკვისა და სიმღერისთვის, სავარაუდოდ, სიკვდილით დასაჯეს

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ სპეციალური კომისია გამოყო ოთხი ადგილობრივი ქალის სავარაუდო მკვლელობის დასადგენად. ამის შესახებ BBC იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალები ადგილობრივმა ტომობრივმა საბჭომ სიკვდილით დასაჯა გავრცელებული ვიდეოს გამო, რომელზეც ასახული იყო, თუ როგორ ცეკვავენ და მღერიან ისინი ქორწილში მამაკაცების თანდასწრებით.

ადგილობრივი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მიუხედავად მცდელობისა, მათ ქალების კვალს ვერ მიაგნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი