ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე ბურჭულაძეს შანტაჟში ადანაშაულებს -“ითხოვდა ფულს”

27 სექტემბერი, 2016 • 2603
ზურაბ ჯაფარიძე ბურჭულაძეს შანტაჟში ადანაშაულებს -“ითხოვდა ფულს”

ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პაატა ბურჭულაძეს შანტაჟში ადანაშაულებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისში შეხვედრაზე დღეს, 27 სექტემბერს დაიბარეს, სადაც შეიტყო, რომ ბურჭულაძე “გირჩის” წევრების პარტიული სიიდან ამოღებას გეგმავდა:

“როდესაც მივედი ამ შეხვედრაზე, პაატა ბურჭულაძემ მითხრა, რომ მას უნდა, “გირჩის” წევრები ამოიღოს სიიდან. ჩემზე არ იყო საუბარი. მან პირდაპირ მითხრა, რომ მე სიაში დავრჩები და გავალ პარლამენტში, მაგრამ ვინც არიან “გირჩის” წევრები, სხვები მან უნდა ამოიღოს სიიდან. ჩემთვის ეს იყო სრული მოულოდნელობა, წარმოდგენა არ მქონდა, რაზე იყო საუბარი. მე იცით, რომ ვაკეში ვაპირებდი მაჟორიტარად კენჭისყრას და დაკავებული ვიყავი ვაკის ამბებით და ნაკლებად ვიყავი ჩართული ბლოკის და პარტიის ამბებში. მერე შევეცადე გამერკვია, რა მოხდა და ადგილი ჰქონდა კონკრეტულ რაღაცას. ეს ადამიანი უბრალოდ მაშანტაჟებდა მე პირადად, რომ თუ “გირჩი” არ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოტანას, რიცხვს არ დავასახელებ, წინააღმდეგ შემთხვევაში “გირჩის” წევრები იქნებიან ამოღებული პარტიული თუ ოლქის სიიდან” – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” მიერ ბურჭულაძის ბლოკის დატოვებისა:

“მე განვაცხადე უარი იმაზე, რომ დავრჩენილიყავი სიაში. ჩემთვის ეს მიზანი არასოდეს არ ყოფილა, რომ პარლამენტში გავსულიყავი და პარლამენტში ადგილი მქონოდა. საქმე არის ძალიან მარტივ რაღაცასთან – შანტაჟთან. ადამიანი ითხოვდა კონკრეტულ ფულს და მე არ მგონია, რომ ეს ფული ყოფილიყო ბლოკისთვის, მაღალი ალბათობით მას ეს პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა. მე იქვე განვაცხადე, რომ “გირჩი” გავა ბლოკიდან და არავინ “გირჩიდან” არ დარჩება სიაში და, ცხადია, არც მე დავრჩები სიაში” – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

პაატა ბურჭულაძე ზურაბ ჯაფარიძის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ “გირჩის” მიერ ბლოკის დატოვების გადაწყვეტილება  თავად მიიღო.

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ “გირჩს” ბლოკი დაატოვებინა იმის გამო, რომ ამ პარტიას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ამის შესახებ ბურჭულაძემ რუსთავი 2-ის გადაცემაში ისუაბრა:

“ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია. ძალიან უნდოდათ, რომ ვყოფილიყავით ნაციონალური მოძრაობის ან ოცნების სატელიტი. მე არც ერთი მომწონს და არც მეორე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პარტია და ზუსტად ეს არის მიზეზი, რომ მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ “გირჩი” უნდა ამოვიღოთ სიიდან . დღეს გაირკვა, ვინ არის დამფინანსებელი. მე თანხას ვერ მივიღებ ვერც სააკაშვილისგან და ვერც ბიძინა ივანიშვილისგან. [გირჩის დამფინანსებელი]  არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. სულ უკაპიკოდ რომ დავრჩეთ, გვირჩევნია ვიყოთ დამოუკიდებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი