ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. “გირჩი” პაატა ბურჭულაძის ბლოკიდან გამოსვლის ფაქტს იმით ხსნის, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს სერიოზული პრობლემები ადამიანური ურთიერთობების, მენეჯმენტის და ფინანსური კუთხით.
ბურჭულაძე კი აცხადებს, რომ “გირჩს” ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს და ამიტომ დაატოვებინა ბლოკი. მისი თქმით, “გირჩისგან” განსხვავებით გიორგი ვაშაძესთან პრობლემა არ აქვს და მიესალმება “ახალი საქართველოს” საარჩევნო ბლოკში დარჩენას. როგორც პაატა ბურჭულაძე ამბობს, თუ მერაბ მეტრეველი პარტიაში დაბრუნდება, მისთვის ეს დიდი პატივი იქნება.
ნეტგაზეთი გთავაზობთ ინტერნეტის რეაქციას “გირჩისა” და პაატა ბურჭულაძის დროებით თანამშრომლობაზე: