22:00 საათზე “გირჩი” პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. ბრიფინგის თემა პარტიის მიერ პაატა ბურჭულაძის ბლოკის დატოვებას შეეხება, რომლის შესახებაც ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩი” პაატა ბურჭულაძის ბლოკი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს, რომლის ეთერშიც 10:00 საათზე პაატა ბურჭულაძემ თავისი გაერთიანების პრეზენტაცია უნდა გამართოს.
გირჩის პრესსამსახურში ნეტგაზეთს ზემოხსენებული ინფორმაცია ჯერჯერობით ვერ დაუდასტურეს და გვითხრეს, რომ ინფორმაციას არკვევენ.
პოლიტიკურ გაერთიანებებს საარჩევნო სიებში ცვლილებებისთვის ვადა ხვალის ჩათვლით აქვთ. გირჩი ახალ მემარჯვენეებთან და გიორგი ვაშაძის ახალ საქართველოსთან ერთად ბურჭულაძის ბლოკს აგვისტოში შეუერთდა. ბურჭულაძის სიის პირველ ათეულში გირჩის 3 წევრია, მე-12 ადგილზეა გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.