ახალი ამბები

რუკები საქართველოს ტურისტული პოტენციალით

5 ივნისი, 2012 •
რუკები საქართველოს ტურისტული პოტენციალით
საბავშვო -ანიმაციური რუკები საქართველოს ტურისტული პოტენციალის აღნიშნვნებით თბილისის სხვადასხვა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა გადასცეს.
 
 
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საბავშვო ავტორების მიერ შექმნილი რუკა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მათთვის გასაგებ ენაზე გააცნობს. 

      
                                     
“ტურიზმის ეროვნული სააგანეტოს თავმჯდომარის  მაია სიდამონიძის ინიციატივით, საბავშვო-ანიმაციური რუკა საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად  ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს გადაეცემა. მანდატურების თქმით, ანიმაციური რუკებით მოზარდებს წარმოდგენა შეექმნებათ საქართველოს გეოგრაფიაზე, ისტორიაზე, კულტურულ ძეგლებზე და ტურისტულ აქტივობებზე, რაც მათ მოგზაურობის სურვილს ადრეულ ასაკშივე გაუჩენთ. მანდატურები მოსწავლეებს  მომავალშიც არაერთ სიურპრიზს პირდებიან,”- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი