ახალი ამბები

შეტაკება მსხვერპლით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში

5 ივნისი, 2012 •
შეტაკება მსხვერპლით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში

ყარაბახის კონფლიქტის ზონაში 5 ივნისს, გამთენიისას, ხუთი აზერბაჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. 

 

დღეს, 5 ივანისს ორივე ქვეყნის ოფიციალური უწყება ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. 

 

სომხური გამოცემა  NEWS.am– ის ინფორმაციით, 4 -5 ივნისის ღამეს აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებმა პროვოკაცია მოაწყვეს  და შეეცადნენ, სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაეკვეთათ. 

 

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, 15-20–მა აზერბაჯანელმა სამხედრო მოსამსახურემ სომხეთის საზღვრის გადაკვეთა უკანონოდ სცადა და ორმხრივი შეტაკების დროს დაღუპულია ხუთი მათგანი. უწყების ინფორმაციითვე, არიან დაჭრილებიც.  

 

რაც შეეხება აზერბაიჯანის ოფიციალურ ვერსიას მომხდართან დაკავშირებით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამშაბათს, გამთენიისას, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომეხი დივერსანტები შეიჭრნენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი