ახალი ამბები

”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა უგულავასთან შეხვედრას ითხოვს[VIDEO]

5 ივნისი, 2012 •
”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა უგულავასთან შეხვედრას ითხოვს[VIDEO]

ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში ხეების მასობრივი ჩეხვის ფაქტები გააპროტესტეს.

ახალგაზრდები თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მოთხოვნები ხუთ პუნქტადაა დაყოფილი:

1. თითოეული მრავალწლიანი ხის მოჭრაზე აუცილებელი გახდეს კომპეტენტური პროფესიონალებისგან შემდგარი საზოგადოებრივი კომისიის დასკვნის არსებობა, რომელიც მომზადებული იქნება სათანადო მარეგულირებელი აქტის მოთხოვნათა საფუძველზე.

2. უზრუნველყოფილ იქნას არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების სრულფასოვანი ჩართულობა აღნიშნული კომისიის მუშაობაში.

3. შემუშავებულ და დამტკიცებულ იქნას თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოჭრის წესების დამდგენი ნორმატიული აქტი, რომელიც მიღებამდე უნდა გახდეს საყოველთაო განხილვის საგანი.

4.აღნიშნულმა დოკუმენტმა მათ შორის განსაზღვროს ხე-ნარგავების მდგომარეობის შეფასების სათანადო, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა, რომლის გამოყენებაც სავალდებულო იქნება; ასევე მასში მოცემული იქნება იმპერატიული ნორმა, რომელიც კიდევ ერთხელ იმპერატიული სახით აკრძალავს ჯანსაღი ნარგავების ჭრას.

5. წინასწარ მასმედიით ცნობილი გახდეს, თუ სად იგეგმება ხეების მოჭრა და რა მიზნით, ასევე მოეწყოს საჯარო განხილვები აღნიშნული საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის.

გიგი უგულავასთან შეხვედრამდე აქციის ორგანიზატორებმა თბილისში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი