განმეორებითი რეგისტრაციისას ვაკანტური იყო დაახლოებით 1500 ადგილი.

”დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ადგილების შევსება იმაზე მეტყველებს, რომ პროექტი მოთხოვნადია და სტუდენტების დიდ დაინტერესებას იწვევს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პროექტის summer job პირველი ნაწილი 20 მარტს დაიწყო, თუმცა დარეგისტრირებული სტუდენტების დაახლოებით 7% სამუშაოზე არ გამოცხადდა, რეგისტრაციის მეორე ეტაპიც სწორედ ამიტომ დაინიშნა და სტუდენტებს ვაკანტური ადგილების დათვალიერება წინასწარ შეეძლოთ.

პროექტი 20 ივლისს იწყება და ერთი თვის მანძილზე, 20 აგვისტომდე გაგრძელდება, სტუდენტები შრომის საფასურად ხელზე 380 ლარს აიღებენ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *