ახალი ამბები

ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის პროტესტზე: ეს ცოტათი ღია კარის მტვრევას ჰგავს

26 სექტემბერი, 2016 • 1163
ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის პროტესტზე: ეს ცოტათი ღია კარის მტვრევას ჰგავს

საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ უნივერსიტეტში გამართულ აქციასთან დაკავშრებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სტუდენტების მოთხოვნებს იზიარებს და ამ საკითხებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

დღეს, 26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი სტუდენტების ნაწილის საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორი იყო სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”, რომლებიც ითხოვენ ავტონომიას უნივერსიტეტისთვის.

“ყველა მოთხოვნა, რამაც დღეს გაიჟღერა, ვიზიარებ: მეტი დამოუკიდებლობა  უნივერსიტეტს – ვიზიარებ, უკეთესი სწავლის ხარისხი – ვიზიარებ, ავტონომიის გაძლიერება – ვიზიარებ, სტუდენტების ჩართულობის გაძლიერება – ვიზიარებ. ანუ, ეს ცოტათი ღია კარის მტვრევას ჰგავს, როდესაც ჩვენ სწორედ იმას ვგეგმავთ, რასაც მოითხოვენ ჩვენგან სტუდენტები. თუმცა, ამავე დროს, მინდა ვთქვა, ძალაინ დასანანია ჩემთვის, რომ უფროსკურსელი სტუდენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პირველი დღე, სასიამოვნო, სახალისო, საზეიმო, პირელკურსელს ასეთი ფორმით ჩაატარებონოს. მგონია, რომ ეს ადამიანები არ ითვალისწინებენ ფართო რაოდენობის სტუდენტების იტერესებს, არამედ თავისი კონკრეტული მოსაზრების წინა პლანზე წამოწევისთვის გამოდიან,”- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელევამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის განცხადებით, სტუდენტებს არ სჯერათ, რომ შესაძლოა ეს ცვლილებები მართლაც დაინერგოს:

“სტუდენტები ფიქრობენ, დღეს თქვეს კიდევაც, რომ მათ არ სჯერათ იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, არ სჯერათ იმის, რომ მართლა ვაპირებთ, არ სჯერათ, რომ მართლა საერთაშორისო მიმართულებით წავალთ და ბევრი რამის არ სჯერათ. ეს პროცესები დაწყებულია და ბევრი სხვა სტუდენტი ჩვენთან ერთად ზის მაგიდასთან და მუშაობს სწორედ იმაზე, რომ ეს ცვლილებები დაინერგოს. ჩვენ ყველა სტუდენტთან მივაღწევთ, საბოლოო ჯამში, რომ ყველა იჯდება ერთად, ერთ მაგიდასთან და ერთად შევიმუშევებთ ცვლილებებს,”- განაცხადა ჯეჯელავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი