ახალი ამბები

“ქართულ ოცნებას” შეუძლია გამართოს აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე

2 ივნისი, 2012 • 1110
“ქართულ ოცნებას” შეუძლია გამართოს აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე

შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის მერიის აპარატის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ გააკეთა:

„1 ივნისს, პარასკევს, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოვიდა მომართვა ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებების გაცვლასთან დაკავშირებით მათი მანიფესტაციის ჩასატარებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვინდა ეს საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნას სიტყვის თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვად, ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ 7, 8, 9 და 10 ივნისს დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, ხოლო 11–დან 15 ივნისის ჩათლით– ნაკლებად მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ მათ, წერილობით დააფიქსირონ მათ მიერ შერჩეული თარიღი ცენტრალური მოედნის თაობაზე და ჩვენ დაუყოვნებლივ გავცემთ პასუხს,“– განაცხადა თენგიზ თოფურიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ „ ქართულ ოცნებას“ 7 ივნისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, დაგეგმილი აქციის გასამართად მერიამ უარი უთხრა. თუმცა ალტერნატიული ფართი შესთავაზა – ბალახვანში, აღმაშენებლის ძეგლთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი