ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ადამიანს მარიხუანას მოწევისთვის ციხეში არ უნდა სვამდნენ.

“მარიხუანის მოწევის გამო ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს, ეს შეცდომა იყო და ეს შეცდომა იყო ჩვენიც  [ნაციონალური მოძრაობა] და ამათიც [ქართული ოცნება] , მაგრამ მსოფლიოც წინ მიდის. მარიხუანასთან მიმართებაში მსოფლიოში 2003 წელს სიტუაცია სულ სხვა იყო და სულ სხვა არის დღეს. 2003 წელს ნიუ იურკში იჭერდნენ მოწევისთვის, წელს არ იჭერენ,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფელბაში ყოფნის დროს რეფორმების მეორე ტალღის განხორციელება დააგვიანდა, მათ შორის კრიმინალთან ბრძოლის კუთხით:

“ყველანაირი დასჯის სისტემა უნდა იყოს ადამიანისთვის მომავლის პერსპექტივის გამჩენი. ორი მომენტია, ერთი – საზოგადოების დაცვა და სამაგიეროს გადახდა ჩადენილი დანაშაულისთვის და მეორე – პერსპექტივის გაჩენა. პერსპექტივის გაჩენაში ჩვენ მოვისუსტებდით, სამწუხაროდ, ეს მთავრობაც მოისუსტებს. “

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *