ახალი ამბები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები შეხვედრას გამართავენ

1 ივნისი, 2012 •
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები შეხვედრას გამართავენ


დღეს, 1 ივნისს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

 

შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“  გაიმართება. 

 

პრესკონფერენციაზე გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები  ისაუბრებენ თანამდებობის დატოვების მოტივებსა და სამომავლო მიზნებზე. 

 

შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა სამსახური მას შემდეგ დატოვეს, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი