ახალი ამბები

თბილისის მეტრო LIVE-ში

31 მაისი, 2012 •
თბილისის მეტრო LIVE-ში

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახალ ვებ-გვერდზე გადადის. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ახალი გვერდის გახსნასთან ერთად უამრავი სიახლეც იგეგმება.

ერთ-ერთი სიახლე თბილისის მეტროს ნებისმიერი სადგურის პირდაპირ ეთერში ხილვის შესაძლებლობა იქნება.

სატესტო ვერსია უკვე გაშვებულია საიტზე http://new.ttc.com.ge.

ვებ-გვერდზე მოცემულია მეტროს სადგურების რუკა, ნებისმიერზე დაკლიკებისას შეგიძლიათ სადგურის მიმდებარე ქუჩა, ვესტიბიული ან ბაქანი პირდაპირ ეთერში იხილოთ.

სხვა სიახლეებზე საუბრისგან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში თავს იკავებენ, მათი განცხადებით, ცოტა ხანში საიტის ოფიციალური პრეზენტაცია შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი