ახალი ამბებიტექნოლოგიები

ჰაკერებმა Yahoo-ს 500 მლნ. მომხმარებლის პირადი ანგარიშები გატეხეს

23 სექტემბერი, 2016 • 1621
ჰაკერებმა Yahoo-ს 500 მლნ. მომხმარებლის პირადი ანგარიშები გატეხეს

Yahoo ადასტურებს, რომ 2014 წელს ჰაკერებმა მათი მომხმარებლის კუთვნილი, დაახლოებით 500 მლნ. ანგარიშის გატეხვა შეძლეს და ისეთი ინფორმაცია მოიპარეს, როგორიცაა პირადი მეილების მისამართები, პაროლები, მომხმარებელთა დაბადების თარიღები და პასუხები სისტემის მიერ თავდაცვის მიზნით შექმნილ შეკითხვებზე. Yahoo ირწმუნება, რომ ჰაკერებმა მომხმარებლების საბანკო ინფორმაციის მოპარვა ვერ მოახერხეს და ამ მხრივ მათ მონაცემებს საფრთხე არ ემუქრება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ “ბაზებზე კიბერთავდასხმა სახელმწიფოს მიერ იყო დაფინანსებული” და მასში კომპანიის თანამშრომლები ინდივიდუალურად იყვნენ ჩართული.

Yahoo მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ შეცვალონ პაროლები და განაახლონ სისტემაში ინფორმაცია. შეტყობინებას ამ მოთხოვნით სერვისის ყველა მომხმარებელი 22 სექტემბრიდან მიიღებს.

https://yahoo.tumblr.com/post/150781911849/an-important-message-about-yahoo-user-security

კომპანიის განცხადებით, მათ უკვე აამუშავეს თავდაცვის ახალი სისტემა. საქმის შესახებ გამოძიება კი გრძელდება. გამოძიების ფედერალური ბიურო მომხდარს საგანგაშოდ მიიჩნევს, რადგან Yahoo-ს მეილ-სერვისი ერთ-ერთი პირველი უფასო და დიდი ბაზაა, რომელშიც ინფორმაცია მომხმარებლების სოციალური მედიის ანგარიშებიდანაც იყრის თავს. ინფორმაცია კი ჰაკერებისათვის ხელმისაწვდომი 2 წლის განმავლობაში იყო.

ინფორმაცია Yahoo-ს სერვერების შესაძლო გატეხვაზე ჯერ კიდევ აგვისტოში გავრცელდა. ერთ-ერთი ჰაკერი ამტკიცებდა, რომ დაახლოებით 200 მლნ. მომხმარებლის პირად მონაცემებს ინტერნეტით ყიდდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი