დღეს, 30 მაისს, გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მაია მიმინოშვილის გუშინდელ განცხადებას მისთვის მძიმე მოსასმენი უწოდა.
“გუშინდელი ბრალდებები პიროვნულად მძიმე იყო ჩემთვის. ძალიან სამწუხაროა ის, რაც მიმინოშვილისგან გუშინ მოვისმინე, რომ მინისტრი არის კრიმინალი და ა.შ.
შაშკინის განაცხადით, მიმინოშვილმა “სკამის გამო იცრუა.”
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, ის, რომ მას მაია მიმინოშვილის გათავისუფლება არ უნდოდა, “ღმერთია მოწმე და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო,”- განაცხადა შაშკინმა.
მინისტრმა ასევე განმარტა, რას ნიშნავს პირადი შეუთავსებლობა, რომელიც მას გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელთან, მაია მიმინოშვილთან ჰქონდა.
ამასთან, დიმიტრი შაშკინმა დამსწრე საზოგადოება გააფრთხილა, რომ მოემზადნენ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ბევრ სხვა ახალ ამბავს გაიგებენ.
“მაგალითად, იმას, რომ სანდრო კვიტაშვილი ჭამს ბავშვებს, რომ კახა ბენდუქიძე არის აგენტი, რომ მინისტრი და გია მურღუალია არიან სატანები და ის მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, არიან პატარ-პატარა ეშმაკები,”- განაცხადა მინისტრმა.