თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა, კახა ბენდუქიძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მაია მიმინოშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“მერე რა მოხდა, რომ გამოცდების პერიოდში გაათავისუფლეს ის. მე ადრე ვიზამდი მაგას.
ვთლიდი, რომ ის მოდელი, რომ ორჯერ აბარონ გამოცდები, არის არასწორი. მე ყოველთვის აქტიურად ვუჭერდი მხარს წინადადებას, გადავსულიყავით 8 +1 ფორმატზე, რადგან 8+4 არის რეპეტიტორების გასამრჯელოს მოსამატებელი. მშობლები, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ამზადებს ბავშვებს მათემატიკაში სკოლის გამოცდისთვის და სხვა რეპეტიტორთან ამზადებს მათემატიკაში მისაღები გამოცდისთვის. ჩემი აზრით, დღემდე არის კატასტროფული სიტუაცია ამ მხრივ, ვინაიდან სოფლებში აბიტურიენტთა ნახევარია და იქიდან მათი მცირე ნაწილი ხვდება უმაღლეს სასწავლებელში იმის გამო, რომ მომზადება ხელმისაწვდომი არ არის მათთვის.
გამოცდების ამ ფორმატის მიმართ მიმინოშვილის წინააღდმეგობა იყო ცხადი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები იძახდნენ, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ,”- განაცხადა ბენდუქიძემ.
კახა ბენდუქიძე, სხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან, სკოლის დირექტორებთან და მასწავლებლებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 30 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის წარდგენას ესწრებოდა.
