განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს რამდენიმე წუთში წარადგენს, როდესაც სამინისტროში შაშკინის ბრიფინგი დაიწყება, თუმცა ჟურნალისტებს უკვე დაურგდათ სამინისტროს მიერ მომზადებული პრესრელიზები, რომელშიც მითითებულია, რომ მიმინოშვილს დეკანოიძე შეცვლის.
ხატია დეკანოიძე პოლიციის აკადემიას ბოლო ოთხი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.





