ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება ბურჯანაძისა და თოფაძის პარტიის წარმომადგენლებს შორის [ვიდეო]

22 სექტემბერი, 2016 •
ფიზიკური დაპირისპირება ბურჯანაძისა და თოფაძის პარტიის წარმომადგენლებს შორის [ვიდეო]

21 სექტემბერს ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის გადაცემა “საპარლამენტო არჩევნები 2016”-ში ნინო ბურჯანაძისა და გოგი თოფაძის პარტიის მარნეულის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები, ვეფხია გურგენიშვილი და ფოლად ხალილოვი ერთმანეთს  ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

გადაცემის მსვლელობისას სტუმრებმა ერთმანეთის რამდენჯერმე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. საბოლოოდ, მხარეებს შორის კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სტუდიაში სიტურაცია ყველაზე მეტად წამყვანის დასკვნითი კითხვის შემდეგ დაიძაბა, რომელიც რეგიონში არჩევნების გაყალებების შანსებსა და მოსალოდნელ მეორე ტურს შეეხებოდა. მანამდე გურგენიშვილი და ხალილოვი ერთმანეთს ეკამათებოდნენ იმის შესახებ, თუ ვის უკეთესად შეეძლო,-ნინო ბურჯანაძესა თუ გოგი თოფაძეს -რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის გადაცემაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აჰმედ იმამკულიევი, “ნინო ბურჯანაძის – დემოკრატიული მოძრაობიდან” ვეფხია გურგენიშვილი, ხოლო “თოფაძე – მრეწველებიდან” ფოლად ხალილოვი მონაწილეობდნენ.

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ჯერ-ჯერობით არ ვიცით, დაიწყო თუ არა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება. შსს-ში განგვიმარტეს, რომ ასეთი ინციდენტების დროს გამოძიება ძირითადად იწყება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე მიმართავს სამართალდამცავ უწყებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი