ახალი ამბები

დასავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა

21 სექტემბერი, 2016 • 2133
დასავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, დაახლოებით 23:30 საათზე, შავ ზღვაში მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ბიძგები იგრძნობოდა ბათუმსა და ქუთაისში. მიწისძვრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ ასევე აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ფეისბუკში.

მიწისძვრის ეპიცენტრი იყო შავ ზღვაში, სოხუმიდან  დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეში და სიმძლავრე შეადგენდა 4.3 მაგნიტუდას.

Screen Shot 2016-09-21 at 11.49.45 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი