ახალი ამბები

შსს-ს 10 000–ლარიანი ჯილდო ღირებული ინფორმაციის მიწოდებისთვის

30 მაისი, 2012 • 1280
შსს-ს 10 000–ლარიანი ჯილდო ღირებული ინფორმაციის მიწოდებისთვის

კოალიცია “ქართული ოცნების” ინფორმაციით, 20 მაისს, დაახლოებით 00.45 წუთზე, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლელთან 4 დაუდგენელი პირი თავს დაესხა მამუკა ქარდავას – “ქართული ოცნების” ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელს:

 

“თავდამსხმელები მას ავტომანქანაში მაშინ ჩაუხტნენ, როდესაც სარკინიგზო გადასასვლელთან ავტომობილი წინ მდგომი ავტომანქანის გამო გააჩერა. მანქანაში ჩხუბის დროს ავტომობილი შეეჯახა მგზავრთა მოსაცდელს. მამუკა ქარდავა თავდამხსმელებმა ხელკეტებით უმოწყალოდ სცემეს, რის გამოც ის ხობის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მიუხედავდ იმისა, რომ პოლიციისთვის ცნობილია მომხარდის შესახებ, ამ დრომდე არ მომხდარა მისი დაზარალებულის სტატუსით დაკითხვა.”

 

ამის საპასუხოდ, 21 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარდავას საქმეზე განსხვავებული ვერსია გაავრცელა. კერძოდ, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 20 მაისს,  02 საათსა და 30 წუთზე, ქ. ხობში პატრულირებისას  ხობის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ მამუკა ქარდავა მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდის” მარკის მსუბუქი ავტომანქანით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAO-042, შეჯახებული იყო იქვე, რკინიგზის გადასასვლელზე მდგარ მოსაცდელის ლითონის ბოძს:

 

“შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება ჰქონდა მიღებული თავად მამუკა ქარდავას, დაზიანებული იყო მისი ავტომობილიც, რადგან ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას”.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო ს ს.ს.კ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

თუმცა, ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ა/წ 20 მაისს მოქალაქე  მამუკა ქარდავას ცემის ფაქტზე, მისი განცხადებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მას მიაყენეს მისთვის უცნობმა  პირებმა.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი