ნეტგაზეთი | საკონსტიტუციო სასამართლო “კაბელებისა” და უგულავას საქმეებს 22 სექტემბერს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო “კაბელებისა” და უგულავას საქმეებს 22 სექტემბერს განიხილავს – Netgazeti
Batumelebi | RU

საკონსტიტუციო სასამართლო “კაბელებისა” და უგულავას საქმეებს 22 სექტემბერს განიხილავს

ხვალ, 22 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაინიშნა არსებითი განხილვა გიგი უგულავასა და “კაბელების” საქმეზე მსჯავრდებულების გაერთიანებულ სარჩელებზე.

ამ საქმეებზე არსებითი განხილვა 1 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, ჩაიშალა. მერაბ ტურავას განაცხადებთ, სხდომის გადადებას ობიექტური მიზეზები ჰქონდა, ხოლო თავად სასამართლოს განმარტება არ გაუკეთებია. “კაბელების საქმის” ადვოკატის, ლევან სამუშიას განცხადებით, განხილვა დასკვნით ეტაპზეა და საბოლოო სტყვების წარმოთქმის შემდეგ პლენუმი გადაწყვეტილების გამოსატანად უნდა გავიდეს.

პლენუმის სხდომაზე უნდა იმსჯელონ პარლამენტის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზეც მოსამართლე ქეთევან ერემაძის აცილების შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს – გიორგი პაპუაშვილს, ქეთევან ერემაძეს, დავუთ სიჭინავას და კონსტანტინე ვარძელაშვილს უფლებამოსილების ვადა სექტემბერში გასდით. 30 სექტემბრიდან ახალი მოსამართლეები შეუდგენიან უფლებამოსულების შესრულებას. თუკი არსებული შემადგელობა “კაბელების” და უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას ვერ მოასწრებს, სარჩელის განხილვა თავიდან დაიწყება.

გიგი უგულავას და “კაბელების საქმის” მსჯავრდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები აქვთ გასაჩივრებული, რომელთა საფუძველზეც მათ მიმართ დევნა მიმდინარეობს, ან მსჯავრი არის გამოტანილი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი