ახალი ამბები

ივანიშვილი: “შაშკინი ჭანჭიკია”

29 მაისი, 2012 •
ივანიშვილი: “შაშკინი ჭანჭიკია”

მაია მიმინოშვილთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ამ შემთხვევაში ის არ შეეხება, ვინაიდან შაშკინი, მისი აზრით, “პატარა ჭანჭიკია ამ ყველაფერში.” 

 

„მუდამ, როდესაც პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებდი, როდესაც ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას, ვასახელებდი ორ წარმატებულ პროექტს – პოლიციის პროექტი და ერთიანი ეროვნული გამოცდები. პატრული და პოლიცია მთლიანად დაამახინჯეს და პოლიტიკური გახადეს. ერთიანი ეროვნული გამოცდები კი, რჩება დღეს ერთადერთ წარმატებულ პროექტად. აქაც კარგად გამომჟღავნდა ხელისუფლების დამოკიდებულება. კარგად გამოჩნდა, ვისი გაკეთებულია ეს პროექტი. ეს არ არის ხელისუფლების დამსახურება, მე ყოველთვის მქონდა ინფორმაცია, რომ ამაში დიდი წვლილი სწორედ მიმინოშვილის ჰქონდა. 

 

მე არ მინდა შევეხო შაშკინს, შაშკინი, ჩემი აზრით, პატარა ჭანჭიკია ამ ყველაფერში. ეს ხდება მხოლოდ ერთი კაცის გამო და ერთ კაცზეა მორგებული. მთელი ქვეყნა მხოლოდ ერთი კაცის ხასიათს ემსახურება. მხოლოდ მისი იდეოლოგიის შედეგია, რაც მოხდა ის.  ყველაფერი უნდა შეეწიროს ერთ კაცს. მას საერთოდ არ აინტერესებს ის, რომ შუა გამოცდების დროს მოხდა ეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი