ახალი ამბები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები შაშკინის გადადგომას მოითხოვენ

29 მაისი, 2012 •
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები შაშკინის გადადგომას მოითხოვენ

თუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საჯაროდ არ განმარტავს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლების მიზეზს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები დიმიტრი შაშკინის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს დააყენებენ. 

 

საგანგებო განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს, 29 მაისს გააკეთეს. 

 

მათი განცხადებით, ცენტრის თანამშრომლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია მიმინოშვილის გათავისუფლება გაუგებარი და ბუნდოვანი მიზეზით.

 

“ხაზგასმისთ უნდა ითქვას, რომ გუშინდელ შეხვედრაზე შაშკინმა ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა, რაში გამოიხატება პრინციპული შეუთავსებლობა მასსა და მიმინოშვილს შორის. ასეთ შემთხვევაში, ბატონ მინისტრს სიმანდვილეში პრინციპული შეითავსებლობა აქვს ყველა თანამშრომელთან.  აღნიშნულ პიროებებში შეუძლებლად გვესახება მუშაობა და მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნია, დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არც ერთი მოსწავლე  არ დაზარალდეს გამოცდების დროს,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომავალ გამოცდებთან დაკავშირებით ნებისმეირ შედეგზე პეროსნალური პასუხსმგებლობა  თავად დიმიტრი შაშკინმა იკისრა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი