შს სამინისტროს ცნობით, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში 46 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვნეს.
სამინისტროს ცნობით, უკრაინის მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით [თვითმკვლელობამდე მიყვანა] მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.








