ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი ტურისტის ცემის ბრალდებით აფხაზეთში ერთი პირი დააკავეს

20 სექტემბერი, 2016 • 1240
რუსი ტურისტის ცემის ბრალდებით აფხაზეთში ერთი პირი დააკავეს

გაგრის რაიონში რუსი ტურისტის ცემის ბრალდებით 21 წლის ოსმან ვოზბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქალაქე ოსმან ვოზბა ფიზიკურად გაუსწორდა პეტერბურგიდან აფხაზეთში ტურისტად ჩასულ რუსეთის მოქალაქეს.

როგორც ტურისტის მიერ გადაღებული ვიდეომასალიდან ირკვევა, რუს ტურისტებს, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად აფხაზეთში ისვენებდნენ, სასტუმროს მეპატრონეები რუსეთის საზღვრამდე მიმავალ გზაზე დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ვიდეომასალაში ერთ-ერთი მსხვერპლი ამბობს, რომ კონფლიქტი ჯერ კიდევ ბიჭვინთასთან ახლოს მდებარე სასტუმრო “ლერესში” სასტუმროს მეპატრონის შვილსა და მათ შორის დაიწყო, რის შემდეგაც რუსი ტურისტების ოჯახმა სასტუმროს დატოვება გადაწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი