ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რუს ტურისტებს სცემეს

19 სექტემბერი, 2016 • 1858
აფხაზეთში რუს ტურისტებს სცემეს

აფხაზეთში რუსი ტურისტების ოჯახის წევრებს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ren.tv-მ გაავრცელა.

როგორც ირკვევა, რუს ტურისტებს, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად აფხაზეთში ისვენებდნენ, სასტუმროს მეპატრონეები რუსეთის საზღვრამდე მიმავალ გზაზე დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

ვიდეომასალაში ერთ-ერთი მსხვერპლი ამბობს, რომ კონფლიქტი ჯერ კიდევ ბიჭვინთასთან ახლოს მდებარე სასტუმრო “ლერესში” სასტუმროს მეპატრონის შვილსა და მათ შორის დაიწყო, რის შემდეგაც რუსი ტურისტების ოჯახმა სასტუმროს დატოვება გადაწყვიტა.

როგორც ren.tv წერს, ერთ-ერთ ნაცემ ტურისტს ტვინის შერყევა, თავისა და ცხვირის ტრავმები აქვს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალმდაცავ სტუქტურებს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ან განცხადება არ გაუვრცელებია. ტურისტების ცემის ფაქტის შესახებ არც აფხაზური მედია საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი