სხდომა 17.00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოულოდნელად დატოვა თბილისი და ქუთაისში გაემგზავრა, რის გამოც მისი გამოსვლა პარლამენტში ერთი საათით ადრე დაიწყო.
სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გახსნა. მანამდე მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს პარლამენტი არ განიხილავს რაიმე საკითხს, რადგან დღეს არის დამოუკიდებლობის დღე და პარლამენტის საზეიმო სხდომაზე მხოლოდ პრეზიდენტ სააკშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.
პარლამენტის საზეიმო სხდომას ესწრებიან: დიპლომატიურუ კორპუსის წარმომადგენლები, პრეზიდენტის ოჯახის და მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები. დღვანდელ სხდომას პარლამენტის წევრებიდან არ ესწრებიან მხოლოდ გია ცაგარაეიშვილი ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის” და ლეიბორისტული პარტიის წევრები.
ამ წუთებში პარლამენტში სიტყვით გამოდის პრეზიდენტი.
მან განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ესწრება ნოე ჟორდანიას შვილი რეჯებ ჟორდანია.