ახალი ამბები

ხვალ თბილისში ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

25 მაისი, 2012 •
ხვალ თბილისში ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო და ავტობუსი, მგზავრებს მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.

”აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და ასევე, მოსახლეობის მხრიდან რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სამრეწველო აღლუმზე დასწრების სურვილის გათვალისწინებით მიიღო”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი