17 წლის ჯონი გოგიჩაიშვილი, რომელიც რუსმა სამხედროებმა დააკავეს ადმინისტრაციული გამყოფ ხაზთან, უკვე გათავისფლებულია.
ამის შესახებ ინფორმაცია 17 სექტემბერს გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში. EUMM მიესალმა აღნიშნულ ფაქტს და განაცხადა, რომ არასრულწლოვნის გათავისუფლება 17 სექტემბერს სადამკვირვებლო მისიის ჩარევის შედაგად მოხდა.
სუს-ის ცნობით, 17 წლის ჯონი გოგიჩაიშვილი 16 სექტემბერს დააკავეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა. ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარეს ის ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ჯერჯერობით უცნობია, დააკისრა თუ არა არასრულწლოვანს ჯარიმა ოსურმა მხარემ. ამავე ბრალდებით დაკავებულებს ცხინვალი, როგორც წესი, ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებს ხოლმე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადმინისტრაციულ ხაზთან საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ.