ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე: მარიხუანა აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს

16 სექტემბერი, 2016 • 1497
პაატა ბურჭულაძე: მარიხუანა აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს

საარჩევნო ბლოკის, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მარიხუანის  დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და აფთიაქში შეიძლებოდეს მისი ყიდვა.  ამის შესახებ მან ”PalitraNews”-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა.

”თვითონ მარიხუანის გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების მხრიდან, არამედ უნდა ხდებოდეს აფთიაქებში,  ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს. ამით ჩვენ აღმოფხვრით ძალიან დიდ კონტრაბანდას და პირიქით, ამას გავხდით ძალიან  ნორმალურს. არ შეიძლება, ხანდახან არ გაიზიარო ის, რაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია. ზუსტად ასეთი პირობებია ნიდერლანდებში, ზუსტად ასეა ავსტრიაში და მე მას ვემხრობი. საერთოდ, ნარკომანს არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ მას დაიჭერენ და მალავდეს, რომ ის არის ნარკომანი. როცა ადამიანი ხვდება, რომ ის არის ნარკომანი, შეუძლია მივიდეს ექიმთან და ექიმმა უნდა უმკურნალოს. ეს არის ერთადერთი გზა მათი გამოჯანმრთელების, რომ ის არ მალავდეს, მივიდეს ექიმთან და ექიმმა გამოუწეროს რეცეპტი. მგონი, ეს არის ძალიან ჰუმანური და თანამედროვე გზა”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ამავე თემაზე: რომელი პარტია ემხრობა მარიხუანის მოხმარებისა და დათესვის დეკრიმინალიზაციას

მასალების გადაბეჭდვის წესი