ახალი ამბები

ინაშვილი: ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას გეგმავს

15 სექტემბერი, 2016 • 1410
ინაშვილი: ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას გეგმავს

საარჩევნო ბლოკის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედგეების არალეგიტიმურად გამოცხადებას გეგმავს და ამ საკითხზე დასავლელი პარტნიორების მიმხრობას ცდილობს.

ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღეს, 15 სექტემბრეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ირმა ინაშვილის თქმითვე, ეს ინფორმაცია ევროპელი მაღალჩინოსნებისგან აქვს.

“ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს იმედი, რომ სოლიდურად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. დესტაბილიზაცია ასევე აწყობს რესპუბლიკურ პარტიას, რომლის რეიტინგი 1%-ს არ აღემატება. ისინი ერთ ნავში სხედან. რესპუპუბლიკელები აქტიურად შუქდებიან რუსთავი 2-ში, ამ პარტიისადმი სიმპათიას ტელევიზიის დირექტორი არც მალავს. გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ დესტაბილიზაციის ერთ-ერთი კერა გაღვივდება აჭარაში. ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების წინა პერიოდში სააკაშვილი თურქეთის მხარეს, სარფში იქნება ბაზირებული, მათი მხარდამჭერები მივლენ და საზღვრის მუშაობის შეფერხებას შეეცდებიან. იქნება პროვოკაციული ქმედებები. მინდა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის პირველკლასელსაც არ ეშინია, რომელიც დღეს შევიდა სკოლაში,”- განაცხადა ინაშვილმა.

მისვე თქმით, მას არ აქვს ქართული ოცნების იმედი, რომ ამ პროცესის შეჩერებას შეძლებენ. ინაშვილი ასევე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლობისტები დასავლეთში აქტიურდ მუშაობენ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების საკითხზე.

“მათ სურთ, საერთაშორისო ორგანზაციებმა, ევროპარლამენტმა თუ ცალკეულმა ევროპელმა დეპუტატმა ეს არჩევნები აღიარონ არალეგიტიმურად. მე არ მაქვს ქართული ოცნების იმედი, მაგრამ მაქვს ჩვენი პოლიტკური გუნდის იმედი, რომელიც ნამდვილად შეასრულებს შემაკავებლის ფუნქციას. ჩვენს ინტერესებში არ შედის დესტაბილიზაცია და ქაოსი, ჩვენ, პარტიოტთა ალიანსი ვიგებთ ამ არჩევნებს,”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის რეალური რეიტინიგი 6%-ს არ აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი