საქართველოს პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგრასმუსენის განაცხადს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს:
“ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აქ, ნატოს სამიტზე ჩიკაგოში.
მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და თქვენ და თქვენს ქვეყანას მიღწეული პროგრესი მოგილოცოთ.
საქართველო ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ამ სამიტზე სამივე პარტნიორულ ღონისძიებას ესწრებოდა და ეს ფაქტი ამტკიცებს იმას, რომ ნატო–სა და საქართველოს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს.
ჩვენ გვსურდა გვეთქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთის ოპერაციაში.
თქვენი ჯარები გამორჩეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და დიდად ვაფასებთ თქვენს წვლილს.
ეს არის თქვენი დამოკიდებულების ძლიერი დემონსტირება ტრანსატლანტიკური ალიანსის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი.
ასევე, მსურს ის პროგრესი აღვნიშნო, რომელსაც შიდა რეფორმების პროცესში მიაღწიეთ. ნატო-საქართველოს კომისია შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობისთვის.
შეხვედრაზე საქართველოს მიმართ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა პატივს სცემს.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რაც ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტა – საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.
მოხარული ვართ, რომ თქვენ უკვე დიდ პროგრესს მიაღწიეთ და კვლავაც დიდი სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას რეფორმების პროცესში.” – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.