ახალი ამბები

სასამართლომ პატრიოტთა ალიანსი 183 200 ლარით დააჯარიმა

14 სექტემბერი, 2016 •
სასამართლომ პატრიოტთა ალიანსი 183 200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტკური პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 183 200 ლარით დააჯარიმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2016 წლის 9 სექტემბერს გამოაცხადა.

სასამართლომ გადაწყვეტილებააუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიმართვის შემდეგ მიიღო. აუდიტის სამსახური მოითხოვდა, პარტია დაჯარიმებულიყო 183 200 ლარით.

საქმე შეეხება კანონის გვერდის ავლით პარტიისთვის შემოწირულობას. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” 91 600 ლარის ოდენობით აკრძალული შემოსავალი მიიღო.

საქმის შესწავლის შედეგად აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ეს მესამე პირის საშუალებით განხორციელებული ქმედებაა.

უწყების მტკიცებით,   “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, კონსტანტინე მორგოშიამ, კანონით დადგენილი ლიმიტების გვერდის ავლის მიზნით, მისი კუთვნილი თანხა (91 600 ლარი) გადაანაწილა სხვა პირებზე [ნინო გოზალიშვილი – 40 ათასი ლარი; გიორგი მორგოშია- 51 ათას 600 ლარი], რათა მათ ეს თანხა პარტიისთვის შეეწირათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი