ახალი ამბები

რუსეთში გენერალი დუმბაძე მოკლეს

21 მაისი, 2012 •
რუსეთში გენერალი დუმბაძე მოკლეს

რომან დუმბაძე
რომან დუმბაძე

ინტერფაქსის ცნობით, დუმბაძე მოსკოვში, რუბლევო-უსპენსკის ავტობანზე იქნა მოკლული. 2010 წელს დუმბაძეს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.

 

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიხეილ სააკაშვილსა და აჭარის მეთაურს, ასლან აბაშიძეს შორის ურთიერთობის დაძაბვის შედეგად რომან დუმბაძემ განაცხადა, რომ ის ასლან აბაშიძეს ექვემდებარებოდა და არა – საქართველოს პრეზიდენტს, რის შედეგადც ის დაკავებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.

 

2004 წლის 6 მაისს რომან დუმბაძე თავად გამოცხადდა თბილისში – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრტერორისტულ დეპარტამენტში, სადაც დააკავეს კიდეც. სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის საფუძველზე წაყენებეული ბრალდების შედეგად დუმბაძეს სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გენერალ ბორისოვის მოთხოვნით, რომან დუმბაძე საქართველოს მთავრობის მიერ გათავისუფლებული იქნა პატიმრობიდან და იგი რუსეთში გაემგზავრა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი