ახალი ამბები

ჰანი: ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში არ არსებობს შემდგომი დაბრკოლება

14 სექტემბერი, 2016 • 1163
ჰანი: ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში არ არსებობს შემდგომი დაბრკოლება

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოჰანეს ჰანი ამბობს, რომ საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში შემდგომი დაბრკოლებები მოსალოდნელი აღარ არის.

“კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში არ არსებობს არანაირი შემდგომი დაბრკოლება. ინსტიტუციონალურ საკითხს კი ჩვენ გადავწყვეტთ. შემიძლია მხოლოდ მივმართო შესაბამის წარმომადგენლობებს ევროპაში, რასაც ამ კვირაში ვგეგმავ, რათა მათ მიიღონ საქართველოს ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება. ამას თქვენი მოქალაქეები იმსახურებენ. ქვეყანამ შეასრულა ყველა ვალდებულება და ჩვენ გვაქვს პოზიტიური ანგარიში ამის სახებ,”- აცხადებს ევროკიმისარი.

5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულების და შინაგან საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საქართველოს სავიზო რეჟიმის განხილვა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი