აქციის მონაწილეებმა ვაკის პარკიდან 14.40 საათზე მსვლეობა დაიწყეს პარლამენტის შენობისკენ.
დაახლოებით 500 მდე მოქალაქე მიემართება პარლამენტის შენობისკენ, ისნი მოძრაობენ გზის სავალ ნაწილზე.
ორგანიზატორები თავდაპირველად აქციის მოწყობას აზერბაიჯანის საელჩოსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გეგმავდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრეს.
აქციის ორგანიზატორები არიან საინიციატივო ჯგუფ “დაიცავი დავით გარეჯი” და ქართული საბრძლო ხელოვნების ფედერაციის შავფაროსნების წევრები.
მათ ორი მიმართვა აქვთ შემუშავებული: ერთის ადრესატია საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი აზერ ხუსეინი, ხოლო მეორის საქართველოს საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
აქციის ორგანიზატორენი აზერბაიჯანის ელჩს მოუწოდებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დავით გარეჯის ტერიტორიაზე 6 მაისამდე არსებული სტატუსქვო აღადგინოს, რათა მომლოცველებმა და ტურისტებმა შეუფერხებლად შეძლონ მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილება.
ისინი ასევე აღნიშნავენ რომ 31 მაისს აღინიშნება წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენების დღე და ქართველ მორწმუენეებს აქვთ ბუნებრივი უფლება და სურვილი მოილოცონ სამონოსტრო კომპლექსში შემავალი ყველა სიწმინდე. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნიული საკითხი ურთიერთპატივისცემისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპზე დაყრდნობით გადაწყდება.
მოძრაობა “დაიცავი დავით გარეჯისა” და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია შავფაროსნების წევრები საგარეო საქმეთა სამინსიტროსგან მოითხოვენ წარმოადგინოს ის დოკუმენტები და არგუმენტირებული პოზიზიცია, რის საფუძვეზეც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძენ განაცხადა, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.
აქციის ორგანიზატორები დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა მოლაპარაკების და დოკუმენტის გასაჯაროვებას ითხოვენ.
აქციაში “ქართულო ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც მონაწილეობენ.