ახალი ამბები

მარგველაშვილის პოზიციაა, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას

13 სექტემბერი, 2016 • 1196
მარგველაშვილის პოზიციაა, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განაცხადებით, გიორგი მარგველაშვილის პოზიციაა, რომ პრეზიდენტის არჩების უფლება ხალხს არ უნდა წაერთვას.

გუშინ, 12 სექტემბერს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და პრეზიდენტი არ უნდა აირჩეს… პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა დანიშნოს.” თუ როგორი იყო ამ საკითხზე პრეზიდენტის პოზიცია, სპიკერს შეკითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურალისტმა დაუსვა.

“ევროპულ სახელმწიფოებში არსებობს კონსტიტუციური მოწყობის და მმართველობის სხვადასხვა ფორმა. ყველა მათგანი არის ლეგიტიმური და ყველა მათგანი არის დემოკრატიული. თუმცა, ზოგადად, ეს საკითხი ზოგადად არის ფართო საზოგადოების გადასაწყვეტი და, ამავე დროს, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ხალხს ეს უფლებაც არ უნდა წაერთვას”, – განაცხადა მიშველაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი