ახალი ამბები

გუდიაშვილზე დემონტაჟის დაწყებას პროტესტი მოჰყვა

20 მაისი, 2012 •
გუდიაშვილზე დემონტაჟის დაწყებას პროტესტი მოჰყვა

“გუშინ ჩვენ შევძელით რომ ეს უკანონობა გაგვეჩერებინა, და მომავალშიც არ დავუშვებთ ამას,”- ამბობს “თბილისის ჰამქარის” ხელმძღვანელი, ალექსანდრე ელისაშვილი. 

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ სახლის დემონტაჟის და ულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განზრახ დაზიანებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს დამნაშავეს.

“ლიტერატურული საქართველოს” რედაქციის შენობის ნაწილის დანგრევის გამო, “ტფილისის ჰამქარი” ხვალ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. 

როგორც ელისაშვილმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, “ტფილისის ჰამქარის” წარმომადგენლები დღეიდან, გუდიაშვილის მოედანზე სადღეღამისო მორიგეობას დაიწყებენ.

“როგორც კი მუშები გამოჩნდებიან, დამატებითი ძალების მობილიზებას მოვახდენთ. თუ მერია ვერ ხედავს ამ შენობის მნიშვნელობას, გვითხრას რა ფასად უნდა მისი გაყიდვა და თბილისელები შევაგროვებთ 10-10 ლარს და გამოვისყიდით,” – განაცხადა ელისაშვილმა. 

აქციაზე სოლიდარობის გამოსახატად კოალიცია “ქართული ოცნების” სახელით, ზურაბ აბაშიძე მივიდა. 

კომპანია “ირაო მაგნატ გუდიაშვილი” გუდიაშვილის მოედანზე  შენობების დემონტაჟის პროცესის დაწყებას უარყოფს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი