ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსურმა მხარემ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

12 სექტემბერი, 2016 • 1325
ოსურმა მხარემ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

ოსურმა მხარემ 10-11 სექტემბერს საქართველოს 4 მოქალაქე დააკავა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს ცხინვალის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით.

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან, დასახლებულ პუნქტებთან ცხინვალისა და ზნაურის რაიონებში, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოს ოთხი მოქალაქეა დაკავებული”,- ნათქვამია  განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო დაკავებულების გვარებსაც ასახელებს. უწყების ცნობითვე, ამჟამად საქმის სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი იხილება.

ეს საქართველოს მოქალაქეებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. როგორც წესი, მსგავსი შემთხვევების დროს, დაკავებულებს ცხინვალის სასამართლოში ასამართლებენ, აჯარიმებენ და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე აძევებენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით  საქართველოს  სპეციალური უსაფრთოების სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი