ახალი ამბები

ვაშაძე აზერბაიჯანელ კოლეგას დავით გარეჯის საკითხზე ესაუბრა

19 მაისი, 2012 • 1201
ვაშაძე აზერბაიჯანელ კოლეგას დავით გარეჯის საკითხზე ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შორის 17 მაისს სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მათ შორის, საუბარი შეეხო ქართული კულტურული ძეგლის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის საკითხს, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პატრულირების მარშრუტის გადანაცვლებამ წამოჭრა. 

მინისტრები იმყოფებიან რა, მუდმივ კონტაქტზე, შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, დამატებით განიხილავენ ამ საკითხს. ამასთან, მუდმივ კოტაქტზე იმყოფებიან ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები. 

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი