ახალი ამბები

ნეტგაზეთი ახალი დიზაინით

19 მაისი, 2012 • 1311
ნეტგაზეთი ახალი დიზაინით

არეკ სოლდონ და იაკუბ გორნიცკი საიტის ახალი დიზაინის გაშვებისას. თბილისი. 19 მაისი, 2012
არეკ სოლდონ და იაკუბ გორნიცკი საიტის ახალი დიზაინის გაშვებისას. თბილისი. 19 მაისი, 2012

დაახლოებით ერთი წლის წინ ჩამოვიდა იაკუბ გორნიცკი  საქარათველოში და ჩამოგვიტანა საჩუქრები – ვიდეო კამერები, რადგან უკვე იცოდა რომ ნეტგაზეთის ჟურნალისტებს ისინი სამართალდაცავებმა წაართვეს.  კიდევ ერთი საჩუქარი კი საიტის უფასო  რედიზაინი იყო. 

მადლობა დაგს,  იაკუბს, არეკს, ტომეკს, ჰოლმანს, ანდრეის და სხვებს sourcefabric -იდან რომლებიც ნეტგაზეთის ახალ დიზაინზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობდნენ. ამასობაში sourcefabric -ის პროდუქტებიც განვითარდა –  ნეტგაზეთი კონტენტ მენეჯმენტის მართვის სისტემის newscoop-ის ბოლო რელიზს 4.0 -ს  იყენებს. 

მოკლედ, დღეს იმედია ბოლოჯერ ვუთხარით მე და იაკუბმა ერთმანეთს, რომ გვძულს ერთმანეთი. 

“მე გეტყვი, რაც უნდა დაწერო”,- მკარნახობს იაკუბი – კაფეში მე, იაკუბი და არეკი ვართ – “დაწერე, რომ ასეთ პროფესიონალებთან არასოდეს გიმუშავია”. 

ჯერ მაინც არ ვწერ :) ვიცი რომ რამოდენიმე დღე ისევ გავბრაზდები ტექნიკური შეცდომების აღმოჩენისას. მანამდე კი თქვენ მოგვწერეთ – მოგწონთ თუ არა განახლებული ნეტგაზეთ. მოგვწერეთ ასევე შეცდომებზე –  ასე ძალიან დაგვეხმარებით. 

მადლობა ასევე რამაზის, რომელსაც გაშვებამდე ვაჩვენეთ ახალი დიზაინი, გვითხრა რომ მოსწონს და  ლუდით და ტორტით გაგვიმასპინძლდა!  
აჰა, ისიც :D 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი