ახალი ამბები

საფრანგეთის ელჩი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე

19 მაისი, 2012 • 1052
საფრანგეთის ელჩი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც 50-მდე მოქალაქე LGBT აქტივისტებზე გუშინდლ თავდასხმას და ძალადობას აპროტესტებდა, საქართველოში საფრანგეთის ელჩი რენო სალენსიც იმყოფებოდა.

აქციის დაშლამდე პარლამენტთან ინციდენტიც მოხდა. მაშინ, როცა აქცია იშლებოდა, აქციის მონაწილეებთან, დაახლოებით, 5 ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა, რომლებმაც აქტივისტებს ჰომოფობიური ლექსიკით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამას მალევე მოჰყვა საპატრულო პოლიციის რეაგირება. ორმა პოლიციელმა ერთ-ერთი მამაკაცი დაიჭირა და ქაშვეთის ეკლესიისკენ წაიყვანა. ისინი სხვა პოლიციელებს ეუბნებოდნენ, რომ საკავებული მანქანაში უნდა ჩაესვათ. მოულოდნელად, ქაშვეთის ეკლესიიდან სასულიერო პირი გამოვიდა მრევლთან ერთად და პოლიციელებს აღნიშნული პირი ხელიდან გამოსტაცა. სასულიერო პირმა პოლიციისგან დახსნილი ახალგაზრდა ქაშვეთის ეკლესიაში შეიყვანა. 

ინციდენტის შემდეგ პოლიციელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ არავინ დაუკავებიათ და შესაბამისად, ინციდენტი არ მომხდარა. აქცია სიძულვილის წინააღმდეგ პარლამენტთან უკვე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი