შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.
როგორც უტიაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, სოსო მანჯავიძე სასამართლო პროცესიდან, დაჯარიმების შემდეგ გაათავისუფლეს.
“წინააღმდეგობის მოძრაობის” წევრები, სოსო მანჯავიძის დაკავებასთან დაკავშირებით, კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.