აშშ–ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გამოეხმაურა დღევანდელ ინციდენტს და ამ ფაქტს სამწუხარო უწოდა.
დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “იდენტობის” მიერ ორგანიზებული მსვლელობა, რომელიც ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმისა და უარყოფითი განწყობის შეცვლისკენ იყო მიმართული, ჩაიშალა იმის გამო, რომ მსვლელობის მონაწილეებს გზა გადაუკეტეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
ელჩმა სოციალურ ქსელში გაავრცელა საკუთარი მოსაზრება და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ხალხი დაუპირისპირდა მშვიდობიან მსვლელობას, რომელიც იყო ორგანიზებული საქართველოში თანაბარი უფლებებისა და სექსუალური უმცირესობების დაცვის ორგანიზაციის წევრების მიერ.
“მშვიდობიანი შეკრება – ხალხთა ჯგუფების შესაძლებლობა, შეიკრიბონ საჯარო ადგილას და გამოხატონ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები – დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ეს არის ასევე უმცირესობების უფლებები, მათ შორის სექსუალური უმცირესობათა წარმომადგენლების. ერთი თავისებურება ჯანსაღი, ძლიერი დემოკრატიის არის ის, რომ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა, რომელთა შეხედულებებიც განსხვავებულია, შიშისა და მათზე ძალადობის გარეშე, გამოხატონ უბრალოდ ის, რაც მათ სწამთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ფუნდამენტური საფუძველი დემოკრატიული საზოგადოებების ჩამოყალიბებისთვის”, – აღნიშნა ჯონ ბასმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.