17 მაისს, საღამოს, ძლიერი წვიმის შედეგად ქ. რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე წყლის ნაკადმა დაფარა სავალი გზა და გაართულა ავტომანქანების მიმოსვლა.

საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციათა სამსახური ამ წუთებში ცდილობენ შეზღუდონ ავტომანქანების გადაადგილება და გააკონტროლონ სიტუაცია.

ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია სარდაფები.

რუსთავის ზოგიერთ უბანს ამჟამად არ მიეწოდება ელექტრონერგია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *