ახალი ამბები

BBC: გარემოს დაბინძურება ფილტვებისა და გულის გარდა ადამიანის ტვინზეც აისახება

8 სექტემბერი, 2016 • 1962
BBC: გარემოს დაბინძურება ფილტვებისა და გულის გარდა ადამიანის ტვინზეც აისახება

BBC ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, მეცნიერებმა ადამიანის ტვინის ქსოვილის ნიმუშზე მცირე ზომის დამაბინძურებელი ნაწილაკები აღმოაჩინეს.

აღმოჩენას საგანგაშოს უწოდებენ თავად მკვლევრები და აცხადებენ, რომ ამან შესაძლოა დაბინძურებული ჰაერის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესაძლო რისკების შესაფასება უფრო გაართულოს. ამ დრომდე კვლევები გარემოს დაბინძურების ადამიანის ორგანიზმზე გავლენასთან დაკავშირებით ძირითადად ფილტვებსა და გულზე კონცენტრირდებოდა, თუმცა უახლესი კვლევა ცხადყოფს, რომ გავლენა გაცილებით დიდია და დაბინძურებულ ნაწილაკებს ტვინის უჯრედებამდეც შეუძლიათ მიღწევა.

კვლევა ლანკასტერის უნივერსიტეტის მკვლევრებს ეკუთვნით. ჯგუფმა 37 ადამიანის ტვინის ქსოვილი შეისწავლა – აქედან 29 ცხოვრობდა და გარდაიცვალა მექსიკო სითიში, მათი ასაკი 3-დან 85 წლამდე იყო. 8 ადამიანი კი მანჩესტერიდან იყო, 62-92 წლამდე; ისინი სხვადასხვა ნეიროდეგენერაციული დაავადების რთული ფორმებით გარდაიცვალნენ.

მკვლევრებისათვის ნაწილაკების წარმომავლობის დადგენა რთულია, რადგან მათ სფეროსებული ფორმა აქვთ, კრისტალური ზედაპირით. ისინი ვარაუდობენ, რომ ტვინამდე ნაწილაკები სასუნთქი გზების გავლითა და სისხლის მიმოქცევის მეშვეობით აღწევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი