ახალი ამბები

საგარეო უწყებამ დავით გარეჯზე კომენტარი გააკეთა

19 მაისი, 2012 •
საგარეო უწყებამ დავით გარეჯზე კომენტარი გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე ამჟამად არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა.

ნინო კალანდაძის განცხადებით, დავით გარეჯის კომპლექსის კონკრეტული ნაწილი, რომელზეც დღეს დავა მიმდინარეობს, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არ იმყოფება საქართველოს საზღვრებში და არის აზერბაიჯანის ტერიტორია.

“ეს შეეხება კონკრეტულად იმ ნაწილს, რომელიც ამ შემთხვევაში პრობლემის წყარო გახდა”.

მისივე განცხადებთ, მიმდინარეობს აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად დელიმიტაციის პროცესი, თუმცა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ტერიტორიის ნაწილი სადავოს არ განეკუთვნება.

ცნობები იმის შსახებ, რომ აზერბაიჯანმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან საზღვარი გადმოწია და ამჟამად იქ მხოლოდ ბერებს უშვებენ, გასულ კვირას რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი