ახალი ამბები

ორთაჭალაში სახლებიდან წყლის ამოტუმბვა არ დასრულებულა

19 მაისი, 2012 • 1220
ორთაჭალაში სახლებიდან წყლის ამოტუმბვა არ დასრულებულა

ფოტო: ალექს ისკანდაროვი 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის ინფორმაციით, ორთაჭალაში, გულიას მოედანზე სამაშველო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. 

როგორც დეპარტამენტში ამბობენ, ამჟამად სახლების ნაწილიდან ისევ მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  

ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გადარეცხვითი სამუშაოების გამო  გულუას მოედანზე დაკეტილია გზაც და როდის მოხერხდება მისი გახსნა, დეპარტამენტში ჯერჯერობით არ იციან. 

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს თბილისში, ორთაჭალის დასახლებაში, ნახევარსაათიანი წვიმის შემდეგ ძლიერი ღვარცოფი მოულოდნელად მოვარდა. 

არხი, რომელიც კრწანისის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური წყალსაცავიდან მდინარე მტკვარს უკავშირდება, 12 მაისს, 21.20 საათიდან ძლიერმა წყალმა დააზიანა, რომელსაც გარშემო არსებული საცხოვრებლების დაზიანება და ნგრევა მოყვა.

ამავე თემაზე:

რამ გამოიწვია სტიქია ორთაჭალაში [VIDEO]

სააკაშვილმა სტიქიის ზონაში ბარაკებზე ისაუბრა

სტიქიამ რეგიონები მნიშვნელოვნად დააზარალა

თბილისს დენის მიწოდება 19.00 საათზე აღუდგება

როდის აღუდგება მთელს თბილსს წყლის მიწოდება

წყალდიდობა თბილისში. არის მსხვერპლი

მასალების გადაბეჭდვის წესი